„ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე ასულები სვამდით“

„ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე ასულები სვამდით“

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას განცხადებას უპასუხა, როცა მან თავის ყოფილ თანაგუნდელებს წინა ხელისუფლების დროს მათი მდგომარეობა შეახსენა:

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ-განაცხადა ბესელიამ, რომელსაც ბოკუჩავა გამოეხმაურა:

„ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო. ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენგანი. ასე რომ, მართლაც ძალიან სამარცხვინოა ასეთი მედროვეობა, კოლეგებო. მაგრამ ამ დარბაზში მე უკვე არაფერი მიკვირს, იმიტომ, რომ ყოველგვარი სირცხვილის ზღვარი გადალახულია, როდესაც უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს მის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თამაზი მართალი ხარ ქალბატონო თინა: ზოგი, მედროვეები საკმზე ასულები მის სადღეგრძელოს სვამდნენ, ზოგიერთს კი მიშა 1000 ლარიან საჩუქარს ჩუქნიდა, საინტერესოა რისთვის, იქნებ იცოდე თიკო?
5 წლის უკან