“…მერე რომ არ გაგიკვირდეთ!”

“…მერე რომ არ გაგიკვირდეთ!”

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა პირველ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.

კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილი აღნიშნული საკითხი ტექნიკური მიზეზით ახსნა.

„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იმავე მიზეზი დაასახელა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

„მე მომხრე ვარ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, უბრალოდ, რაღაცამ აურია და აპარატზე შეცდომა დაფიქსირდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს სესიაზე კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხის მეორედ უნდა დაეყენებინა, თუმცა, კვაჭანტირაძემ განმეორებით კენჭისყრამდე გადადგომის შესახებ თავად განაცხადა.

კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ყოფილ თანაგუნდელს, რომელმაც მის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნული საკითხი სოციალურ ქსელში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა, თემას იუმორით გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილიც: –

“მე პირადად, მარჯვენა და მარცხენა მერევა.

მერე რომ არ გაგიკვირდეთ!” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე, მოგვიანებით, პოსტის კომენტარებში ასეთი ისტორიაც გაიხსენა: – “ძალიან decisively ვუხვევ ხოლმე “მარჯვნივ” მაგალითად – შეიძლება დაგაჯერო რომ მარჯვენაა.

ვარშავაში რაღაც კონფერენციის მერე ქალაქში წაგვიყვანეს და წინ დროშებიანი გიდები მიგვიძღოდენ – მე ლაპარაკში გავერთე და ვაწვები სადღაც (სწრაფად დავდივარ), 150 კაციც მომყვება დიდის ამბით.

ცოტა ხანში გაქაფული დროშიანები დამეწიენ, სად მიდიხარო – მე რა ვიცი- მეთქი, აბა, ეს ხალხი სად მიგყავსო, თქვენ ხომ არ აფრენთ, მე სულ არ მიმყავს არავინ! აგერ კაცს ველაპარაკები და მოვსეირნობ მეთქი. რას მოსეირნობ – 10 წუთია ვერ გეწევითო”

სოციალისტი ხოო.. ამას რომ გარეკილი აქვს დაბადებიდან ეს ახალი ამბავი ნეტავ ვისთვისაა??!! )))
5 წლის უკან