მდინარაძე

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": სასამართლოს თემა აღმოჩნდა თავის გაპიარების კარგი საშუალება

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპულ საქართველოს" კერძოდ კი დეპუტატ გიგა ბოკერიას, პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც უზენაესი სასამარლოს მოსამართლეების გამწესების ახალ წესზე მსჯელობენ.

„გასაგებია, რომ სასამართლოს თემა აღმოჩნდა თავის გაპიარების კარგი საშუალება. მაგრამ, არის რაღაც საკითხები, რომელზეც იურისტებმა სერიოზულად არც კი უნდა იმსჯელონ და ამ საკითხების კატეგორიაში ჯდება ბატონო გიგა თქვენი ირონიული გამოხტომების მიუხედავად თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი და რატომ? მარტივად უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა მივედ-მოვედოთ და ვისაუბროთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და პათოსით ნუ გააიგივებთ თავს, კლანს ნუ ჩაყვებით და ა.შ. ერთია მარტივი, რომ კონსტიტუციაში წერია წარმდგენ ორგანოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თქვენ, კანონპროექტში წარმდგენად ერთი პირი გიწერიათ, გაურკვეველია რამე? ერთი პირი არ შეიძლება იყოს კოლეგიური ორგანო და მერე იმისთვის, რომ დააბნიოთ ვინმე ან პარლამენტარი ან საზოგადოების რომელიმე წევრი, ჩაწერეთ რომ თუ საკითხი დადგება, თუ ვინმე პრეტენზიას გამოთქვამს ამაზე დანარჩენმა ყველამ ერთხმად საერთო აბსოლუტური კონსესუსით უნდა დაბლოკოს ეს გადაწყვეტილება რომელიმე მოსამართლის შესახებ და ერთიც რომ დაეთანხმოს იმ დანარჩენისგან გადის.

ანუ, უკიდურეს შემთხვევაში ერთს პლიუს ერთი საბჭოს წევრის თანხმობა სჭირდება. შემდეგ უკვე პარლამენტში რომ მოვა აქ სჭირდება სამი მეოთხედი, ქვორუმი იზრდება. ამაზე იურისტები არ შეიძლება მსჯელობდნენ სერიოზულად და ვერ პოლიტიკური ლიდერები თქვენი სახით ვერ არჩევდნენ კოლეგიურ ორგანოს ერთი ადამიანისგან, რომელიც ამ კოლეგიური ორგანოს შემადგენელი ნაწილია. ძალიან გწყინთ ხოლმე, როცა საუბარი მიდის იმაზე თუ რა სუბიექტური ინტერესები შეიძლება გქონდეთ. დაწერეთ ეს სუბიექტური ინტერესი რაც შეიძლება გქონდეთ. თქვენ დაწერეთ კანონპროექტში, რომ თქვენი თანხმობის მიუხედავად, თანხმობის გარეშე უზენაეს სასამართლოში ვერ დაინიშნება.

ამისათვის აწიეთ ქვორუმი ზემოთ, რომ თქვენი პირადი ინტერესი გაატაროთ და ისეთი რევოლუციური ჩანაფიქრები განახორციელოთ, რომელზეც იყო აქ უკვე საუბარი და რომელიც, საბედნიეროდ, წინა მოწვევის პარლამენტმა აღკვეთა, საბედნიეროდ და ასეთი რევოლუციური ჩანაფიქრები გაქვთ და ამ რევოლუციური ჩანაფიქრების განსახორციელებლად კადრულობთ იმას, რომ იურისპრუდენციაში არ ჯდება , მაგრამ მაინც გამოგაქვთ და სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციებით ცდილობთ საზოგადოების მოტყუებას. არ შეიძლება კოლეგიური ორგანო და ერთი ადამიანი გერეოდეთ ერთმანეთში. ანუ, იტყუებით", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სოციალისტი ეს ხომ ყველაფერი თქვენი ბრალია, ოცნების ახალგაზრდული ლიბერალური ფრთის! რა კონსტიტუცია დაწერეთ თქვე უტვინოებო? ის საქართველოს კონსტიტუციაა?! როდის იყო სუვერენულ ქვეყანას სხვა ქვეყნის რაღაც კომისია "უპრავებდა" კონსტიტუციას?! რას შვებით სახლობანას თამაშობთ?! რომ ჩაწერეთ სახელისუფლებო შტოების დამოუკიდებლობა, აბა რა გეგონათ?! როგორ შეიძლება რომელიმე სახელისუფლებო შტო სხვა შტოსთან არ თანამშრომლობდეს და არ იყოს ვალდებული ქვეყნის პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესები არ გაითვალისწინოს????????????????????????????????? თუ ვიღაც ადამიანები რაღაც სისტემაში, ამ შემთხვევაში სასამართლოში, უვადოდ გამწესდებიან და არავისთან პასუხისმგებელი არ იქნებიან ანუ მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს, კლანი რომ ჩამოყალიბდება ამას რატომ ვერ ხვდებით, ამდენი ტვინი რატომ არ გაქვთ, რატომ?! ვინ ხართ, ვინ გადმოგსხათ აქ დესანტად ?!
5 წლის უკან