"წითელი და მწვანე კი არა მამა - ბიძინასაგან და პარლამენტი - ცირკისაგან ვერ გაურჩევიათ”

"ლეიბორისტული პატრიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების ჩავარდნას ეხმაურება:

"წითელი და მწვანე კი არა, მამა - ბიძინასაგან, პარლამენტი -ცირკისაგან, სასამართლო - კანტორისაგან, მთავრობა - მარიონეტებისაგან, პარტია - კლანისაგან, ქვეყანა კი შ.პ.ს. - გან ვერ გაურჩევიათ", - წერს გუგავა ფეისბუქზე.

პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის წევრ დეპუტატებს პულტზე ღილაკების ფერი აერიათ.

სწორედ ამიტომ, საკითხი ბიუროს სხდომაზე მეორედ დააყენეს. საბოლოოდ კი კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

tngh გამოჩნდა "გადამალული" ხელმარჯვე ოსტატი...
5 წლის უკან