ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები

ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები

ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები - ეს განცხადება, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, ყოფილი თანაგუნდელების იმ განმარტების საპასუხოდ გააკეთა, სადაც "ქართული ოცნების" წევრებმა თქვეს, რომ კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს, რადგან, წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

სწორედ ამიტომ, საკითხი ბიუროს სხდომაზე მეორედ დააყენეს. საბოლოოდ კი კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

"როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმოერედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომელბმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.