„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს“

„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს“

„მიეჩვიეთ, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი. ის მიეჩვია (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი), რომ ვარ თავისუფალი ადამიანი. და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში შეეჩვევა, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაცემა „რეაქციისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ ჩაიწერა ინტერვიუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა „რეაქციის" სტუდიაში პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ამაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს".

„რეაქცია" სალომე ზურაბიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს დღეს 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.

სოციალისტი ამ პროვოკატორ გრიგოლიას ინტერვიუს ნუ მისცემთ ! მას მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებს, შექმნას კონფლიქტი, დაარბიოს ინტერვიუერი, გაწეწოს, თავისი თავის საწინააღმდეგო რამე წამოაცდინოს, რაღაც ფრაზა შემოუტრიალოს... მოკლედ ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი!
5 წლის უკან