"ახალი სახეები კი არა მამა ღმერთი აღარ უშველით"

"ესენი ახლა ისეთ კრიზისში არიან, აღარაფერი უშველით", - ამის შესახებ განცხადებას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია აკეთებს, რითაც "ქართულ ოცნებაში" ახალი კადრების მოძიების დაანონსებას ეხმაურება.

"ესენი ახლა ისეთ კრიზისში არიან, აღარაფერი უშველით. დამთავრებულია მაგათი ამბავი, "ახლა გინდ შაიტანონ და გინდ გამაიტანონ თავიანთი რუმბივით გაგორებული ფალავანი". ახალი სახეები კი არა მამა ღმერთი აღარ უშველით. ასეთი არაფერი მინახავს, სახტად დამტოვა ზურაბიშვილის განცხადებამ, მე პოლიტიკაში არ ვერევიო. თურმე ჯერ სად ვიყავი, არც პრემიერი ყოფილა პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკაში არ ერევიან, აბა, რა სიკვდილში ერევიან?

იმდენს სულელობენ, თავსაც დაიღუპავენ და ქვეყანასაც ზედ გადაიყოლებენ. ერთი ის გამაგებინა ამ წულუკიანმა რა საიდუმლო იცის ასეთი ამ ხელისუფლებაზე, რომ ფეხისწვერებზე ატარებს ყველას. შვიდი წელია ძვრა ვერ უყვეს ადგილიდან", - ამბობს წულაია "კვირის პალიტრასთან".