ამ ფოტოს ჩარჩოში ჩავსვამ და ახალ კაბინეტში წავიღებ

ამ ფოტოს ჩარჩოში ჩავსვამ და ახალ კაბინეტში წავიღებ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს კაბინეტში, რომელსაც მალე დაატოვებინებენ, პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს.

როგორც კვაჭანტირაზე ამბობს ეს ფოტო მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და ახალ კაბინეტშიც აუცილებლად წაიღებს.

"ბატონ ბიძინას არასდროს დავუკარგავ იმას ღვაწლს, რომელიც საქართველოს წინაშე აქვს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური ინტერესები ასცდა. ეს სურათი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და იყოს აქ. ახალ კაბინეტშიც აუცილებლად წავიღებ", - აცხადებს კვაჭანტირაძე "პრაიმტაიმთან".

პარლამენტის სესიაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი ჩავარდა.

საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა.