„ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრულიად არასერიოზული

„ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრულიად არასერიოზული"

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წერილი ხაზარაძეს გადასცა.

"ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრულიად არასერიოზული. გავეცი პასუხი თქვენს კითხვას, რამდენჯერაც დასვამთ შეკითხვას, იგივე პასუხს გავცემ", - განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.