რადიო თავისუფლების ქართული ბიურო იხურება?

რადიო თავისუფლების ქართული ბიურო იხურება?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" ქართული ბიუროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი

ამ შემცირებით 2020 ფინანსური წლისთვის უქმდება ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას, ბალკანეთის სამსახურში კი უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.