17 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს შეხვდა და 22:6 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველ და რუს მორაგბეებს შორის არაერთი ინციდენტი მოხდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში საავადმყოფოში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც გულშემატკივრებში სახალისო რეაქცია მოჰყვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსი მორაგბის ფოტო ქართველმა გულშემატკივრებმაც გაავრცელეს, სახელწოდებით - "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ".
"პრაიმტაიმი"