“მეზობლის კატებიც სხვანაირად მოიქცევიან …”

“მეზობლის კატებიც სხვანაირად მოიქცევიან …”

რაც კვაჭანტირაძის თავს ხდება, ძალიან კარგია. მან თავადაც აღნიშნა, რომ მეზობლები განსაკუთრებულად ხვდებიან, – ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს.

,,რაც კვაჭანტირაძეს თავს ხდება ძალიან კარგია, მან თავადაც აღნიშნა, რომ მეზობლები განსაკუთრებულად ხვდებიან. ძაღლები თბილი შეხედვით ესალმებოდნენ მის ძაღლს. მას შემდეგ, რაც კომიტეტიდან გადადგება მეზობლის კატებიც სხვანაირად მოექცევიან,” – განაცხადა რომან გოცირიძემ. დეპუტატის კომენტარმა პარლამენტარები გაამხიარულა.

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.

საკითხზე კენჭყისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან.