“ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე”

“ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე”

„ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს,“ – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელია საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სესიაზე განაცხადა.

ეკა ბესელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს გამოეხმაურა.

„რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი? ყალბი პათეტიკით ლაპარაკს და რეპლიკებს თავი დაანებეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.