ნათელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ეკა ბესელიას პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს

ნათელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ეკა ბესელიას პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს

ნათელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ეკა ბესელიას პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

იხანაშვილის შეფასებით, ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების პრინციპს.

„ბოლო პერიოდში ნათელი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, ეკა ბესელიასა და მისი ზოგიერთი თანამოაზრის პოზიციები მკვეთრად ემთხვევა ერთმანეთს. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“, ეკა ბესელია და მისი ზოგიერთი თანამოაზრე არიან ერთ პოზიციაზე სასამართლო სისტემის კიდევ უფრო „გაჯანსაღების“ მიზნით. მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების პრინციპს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არღვევს ბალანსს კონსტიტუციურ ორგანოთა ურთიერთმიმართებას შორის, აცლის იმ კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას საბჭოს, რომელიც აქვს მას მინიჭებული და ასევე შემოაქვს გაუმართლებელი და ყოვლად მიუღებელი გადაჭარბებული პოლიტიკური მოტივაცია ამ პროცესში. ეს ყოვლად მიუღებელია.

რაც შეეხება ჩვენს კანონპროექტს, მისი მთავარი ამოცანაა, დავწეროთ პროექტი კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ღირსეულ კანდიდატს შეუზღუდავად ჰქონდეს მოსამართლეობის კანდიდატობის უფლება. არ ვითხოვთ არანაირ ბარიერსა და ალიანსში შესვლას, ყველა ღირსეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, განაცხადი შეიტანოს. პროცესი წარიმართება საჯაროდ. თუკი საბჭოს წევრი იქნება კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან მას არ ექნება კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და ის საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს. ასევე, თუკი განსხვავებული პოზიცია ექნება რომელიმე წევრს საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, მიმართოს საქართველოს პარლამენტს და მთლიანობაში პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ.

ყველას ექნება შესაძლებლობა, დაესწროს სხდომებს და მოხდება ინდივიდუალური გასაუბრება, რის შემდეგაც მოხდება ინდივიდუალური კენჭისყრა. ეკა ბესელიას სუბიექტურ ინტერესებზე გუშინ ისაუბრეს კოლეგებმა. ამიტომ, პირველ რიგში გასცეს პასუხი ამ სუბიექტურ ინტერესებზე წაყენებულ საკითხს, შემდეგ ისაუბროს მან ე.წ. ბრალდებებით. არ მაინტერესებს, ეკა ბესელიას ახლა რა პოზიციები უკავია. არ არის ჩემთვის საინტერესო და მის კომენტარზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან მიზანშეუწონელია.

მას გუშინ უთხრეს კონკრეტული საკითხები, ამაზე გესაუბროთ თქვენ, ამაზე ესაუბროს საზოგადოებას. დანარჩენი, ჩემი ინტერესის საგანი არ არის ეკა ბესელიას არასერიოზულ კომენტარზე გავაკეთო რაიმე სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

tngh დავამატებდი... და "მეგრანტეების"!!! რაც ფრიად დიდ ეჭვებს აჩენს საზოგადოებაში.
5 წლის უკან