“ბევრი უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვა და ამისთვის საკადრის პასუხს გაგცემთ” – იონათამიშვილი ბოკუჩავას

“ბევრი უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვა და ამისთვის საკადრის პასუხს გაგცემთ” – იონათამიშვილი ბოკუჩავას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება გააპროტესტა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ბევრგან წამყვან კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

მისივე თქმით,  კანონი და რეგლამენტი არ კრძალავს კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის ყოფნას.

„ერთადერთი აკრძალვა არის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი, რომ ამ პარლამენტში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე საპარლამენტო თანამდებობა უკავია, ბრმად და მონურად ასრულებდეს ყველა მის დაკვეთას. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არის დახურული კომიტეტის თავმჯდომარეობის შესაძლებლობა, არამედ თქვენი პარლამენტის პირობებში ნებისმიერი ადამიანი გაბედავს ოდნავ კრიტიკული აზრიც კი დააფიქსიროს, სადამსჯელო ოპერაციის შედეგად ჩამოშორებული იქნება ნებისმიერ საპარლამენტო თანამდებობას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა სიტყვა  – ბრმის უარყოფით კონტექტსში მოხსენიების გამო ბოკუჩავა გააკრიტიკა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, დამაკნინებელი კონტექსტისთვის თინა ბოკუჩავას ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი გასცემს საკადრის პასუხს.

„ცოტა ხნის წინ ვთქვი, სიტყვა ინვალიდი რატომ არ უნდა ვიხმაროთ და ავხსენი რატომ. ახლა თინა ბოკუჩავამ ბრმა ახსენა კნინობით ფორმაში. არც პოლიტიკურად უნდა ითქვას და არც სხვა მიმართულებით, კონტექსტით ვერ ახსნით და ვერ გააპრავებთ. თუ ამის გაპრავებას ეცდებით, უარესი იქნება თქვენთვის. ძალიან ბევრი უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვა და ამის გულისთვის საკადრის პასუხს გაგცემთ“, – მიმართა  იონათამიშვილმა ბოკუჩავას.