რის გამო აკრიტიკებენ შარლიზ ტერონს?

რის გამო აკრიტიკებენ შარლიზ ტერონს?

43 წლის ცნობილი მსახიობი შარლიზ ტერონი გადატვირთული გრაფიკის გამო შვილებთან დროის გატარებას ხშირად ვერ ახერხებს. გუშინ როგორც ჩანს მსახიობს შედარებით თავისუფალი დღე ჰქონდა და ის პატარა ოგუსტთან ერთად ლოს-ანჯელესში სეირნობისას დააფიქსირეს.

შარლიზს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ვაჟიშვილს ქალის კაბების ჩაცმის ნებას რთავს, მაგრამ მსახიობი ამაზე არ რეაგირებს და შვილების აღზრდას ისე განაგრძობს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.

გარდა ამისა, მას სხვისი ბავშვების გაზრდის გამოც აკრიტიკებენ რაზეც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და საზოგადოებას პასუხი გასცა. არსებობს ძალიან რთული პერიოდები, მაგალითად, როცა ბავშვები ისტერიკაში არიან და გებრძვიან. როცა მარტო ხარ, დაძაბულობა უფრო ძლიერია. მაგრამ, იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც დედა გავხდი, ჩემი გადაწყვეტილება არცერთხელ არ მინანია."