ვინ არის 16 წლის რომეო ბექჰემის რჩეული?

ვინ არის 16 წლის რომეო ბექჰემის რჩეული?

ბექჰემების ოჯახის პატარა წარმომადგენელი 16 წლის რომეო ინგლისელ მსახიობს და მოდელს მილი რობს ხვდება. ამის შესახებ გამოცემა The Sun საუბრობს. წყვილი ჯერ-ჯერობით ამ სიახლეს არ ასაჯაროვებს, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი ჯერ კიდევ დეკემბრიდან ერთად არიან.

რომეოს გამოჩენამდე, მილი ამერიკელი მომღერლის ჯეიკობ სარტორიუსის შეყვარებული იყო. მასთან დაშორების მიზეზი უცნობია, შესაძლოა გოგონამ ჯეიკობზე უარი სწორედ რომეოს გამო თქვა.

ბექჰემისა და მილის ურთიერთობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორიამაც ისაუბრა და მისი შვილის რომანი ახალგაზრდა გოგონასთან დაადასტურა. ყველასთვის ცნობილია, რომ ვიქტორიასა და რომეოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და შესაძლოა თავისი პირადი ცხოვრების ახალი ამბები პირველი დედას გაანდო.