რატომ არ მიყიდა

რატომ არ მიყიდა "ქართუ ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა შოთა შალელაშვილს?

2014 წელს დეპუტატ შოთა შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან, 270 მილიონ დოლარად, "ქართუ ბანკის" ყიდვა სურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გარიგებაზე უარი თქვა. გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა შოთა შალელაშვილსა და მის შვილს გარი შალონს.

"შოთა შალელაშვილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაიბადა და ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მას ახლა აქვს საქართველოს, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთსა და აფრიკაში ბიზნესის კეთებისას აქვს შეძენილი. 2014 წელს შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან 270 მილიონ დოლარად "ქართუ ბანკის" ყიდვა სურდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარიგებაზე უარი განაცხადა,“- ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

სტატიის მიხედვით, შალელაშვილის შვილი გარი შალონი 2015 წლის ივლისში თელ-ავივში, მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს მოხდა.

Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სწორედ ის წელია, როდესაც შოთა შალელაშვილი საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს პარლამენტში დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნების“ წევრის სტატუსით მოიპოვა.

vipverana ქართულ ენაში შვილო 33 ასოა და გამოიყენე ყველა.მიყიდა სხვა სიტყვაა და მიჰყიდა სხვა.მანდ ქართულის მცოდნე არავინ გყავთ?
5 წლის უკან