ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას თქმით, მას გაუხარდება, თუ პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება.
“ზუგდიდის მერობა სურს კონკრეტულ ადამიანს და პოლიტსაბჭოზე ამ საკითხს წამოჭრის – ასე არ ვირჩევთ კანდიდატს. ვინც იქნება მომგები კონკრეტულ მოცემულობაში, ექნება მაღალი შანსები, რეიტინგს ვგულისხმობ, იქნება ჩვენი და იმედი მაქვს, გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში.
გამიხარდება, თუ სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დიდი სიამოვნებით შევეგებები. სურვილიც მქონდა, რომ თანხმობა განეცხადებინა, ჯერ არ აქვს გაცხადებული. ვფიქრობ, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურის შემთხვევაში მე, როგორც მოქმედ დეპუტატს, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია საერთო საქმისთვის” – განაცხადა ნიკა მელიამ.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებას, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“სამართლიანად თუ შევხედავთ, მელიას ეკუთვნის – სანდრა სამეგრელოში მეორე ტურში გაიყვანეს და ამან გადააგდო (მიშას დაუჯერა) და იქ მელია მუშაობდა.
P.შ. თავისთავად ეს ახალი ინიციატივაც, მიშას იდეაა (მისი ჩაწევის სანაცვლოდ) და ჯერ სანდრას ვერ ითანხმებს.
შეთანხმებული ექნებოდა მელიასთან ყველაფერი და ბოლო წამს აყირავებდა – ჩვეულ სტილში.
ეს ყველაფერი მელიას ერთხელ ნანახი აქვს”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.