„გუშინწინ ერთად ისხდნენ და დღეს კორუფციაში გასვრილს ეძახის“

„გუშინწინ ერთად ისხდნენ და დღეს კორუფციაში გასვრილს ეძახის“

კორუფციასთან დაკავშირებით ბესელია-ზარდიაშვილის ურთიერთბრალდებებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა.

„2-3 წლის განმავლობაში ერთად ისხდნენ, გრძნობდა ამ სუნს და გვიმალავდა ის ვიღაცა, რომელმაც თურმე იცის, რომ კორუფციაშია გარეული ბესელია?! თუ ამ დონის ბრალდება აქვს, ეს იცის და დღეს გველაპარაკება... სამი წელი ჩუმად იყო?! დღეს მე შემომჩივის ხელისუფლება, მმართველი გუნდი - აგერ გვერდზე რომ მიზის, ამას კორუფციაში ხელები აქვს გასვრილიო. მე და თქვენ გვეუბნება ის, რომელსაც პროკურატურა ამისთვის ჰყავს. რაში ჯდება ეს ყველაფერი, სად მიჰყავთ ქვეყანა, ზნეობა, მორალი. ამ პროცესში ვეპატიჟებით ჩვენ იმ ახალ სახეებს?! მორალური კლიმატი როცა ასეთია, როგორ შეიძლება გადაწყვიტოს ადამიანმა, რომ მე მივალ და დავუდგები გვერდით ჩემს უკვე გამობრძმედილ კოლეგას, რომელიც მათ, გუშინწინ რომ ერთად ისხდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დღეს კორუფციაში გასვრილს ეძახის. ამაში ეპატიჟებიან წესიერ ხალხს?! " - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

tngh სამწუხაროა, რომ ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება, ნელ-ნელა ელისო ალექსანდროვნას და ნათელა შალვოვნას ფრაზებით ივსება. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულ საკითხზე კამათი საგნობრივი იყოს, "დილეტანტ-პოპულისტების" ფრაზები ჭარბობს.
5 წლის უკან