“2017 წლის 23 იანვრამდე ენმ-ის შენობაში ნამყოფიც კი არ ვარ, არ ვიცი, აქ რა ხდებოდა”

“2017 წლის 23 იანვრამდე ენმ-ის შენობაში ნამყოფიც კი არ ვარ, არ ვიცი, აქ რა ხდებოდა”

გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2017 წლის 23 იანვრამდე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისშიც არ არის ნამყოფი, არ დასწრებია არც ერთ პარტიულ ღონისძიებას და არანაირი კავშირი არ ჰქონია, ამიტომ არ იცის, მანამდე რა ხდებოდა პარტიაში. – მან ეს “ტაბულა”-ს ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომელმაც ვაშაძეს ჰკითხა, რა შეიცვალა პარტიაში 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ, როცა “ენმ”-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა, დღეს კი ენმ თავმჯდომარის არჩევა გადაწყვიტა და ამისთვის 24 მარტს ყრილობაც კი დაგეგმა.

18 მარტის პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდაატურას დაუჭირეს მხარი. მას მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმაც. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დელეგატები ყრილობაზე მიიღებენ.

2017 წლის დასაწყისში 21 დეპუტატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო და ახალი პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბა. დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავმჯდომარის არჩევის მსურველებს მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება უნდოდათ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ მანდატებზე, რასაც დეპუტატები არ დაემორჩილნენ

 

tngh ე. ი. ბ-მა გრ. ვაშაძემ დავალება 23.01.2017 წ-ს მიიღო. სსრკ-ს საგარეო უწყების "შტატიანი" თანამშრომელი ყოველთვის დისწიპლინირებულად დარჩება, პიადი ინიციატივები არ შეშვენის გამოცდილ მუშაკს...
5 წლის უკან