"ბინა კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა" - რა ბედი ელის ოჯახს, რომელსაც უცნობმა ადამიანმა ბინა დაუთმო

ნინო მაისურაძე საზოგადოებამ თოქ-შოუ "პროფილიდან" გაიცნო. "ვთბებით ფეჩით, ხან მაქვს შეშა, ხან - არა. ზამთარში აქ ძალიან ძნელია ყოფნა. თან ახლა მეორე ბავშვს ველოდები და ალბათ ამ ზამთარს ვეღარ გადავიტანთ. ვერ მოვაგვარე გათბობის პრობლემა, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და გაზის გამათბობელი დამიმონტაჟოს. ხანდახან ისეთი დღეებიც გვაქვს, ბავშვისთვის მაწონსაც ვერ ვყიდულობ. ძირითადად ყველაზე ძალიან ბავშვის საკვებზე ვნერვიულობ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი კუთხე, რომ არავინ გამაგდოს. სითბოში რომ ვიყო და აღარ მომიწიოს ასე გაუსაძლის პირობებში ცხოვრება", - ისაუბრა მან ,,პროფილში". აქვე იხსენებენ, რომ სახლიდან დედამ გამოაგდო და რამდენიმე დღე პატარა ბავშვთან ერთად პარკში ეძინა.გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა წყვილს. ამბის გადასამოწმებლად ambebi.ge დაუკავშირდა ნინო მაისურაძეს:

"სიმართლეა, ოღონდ ბინაკახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა, იმიტომ, რომ ძალიან შორია და ექიმებში დავდივარ თბილისში. ალბათ გამიჭირდება სიარული, არ ვიცი, გადავალ თუ არა. რამდენიმე წლით გვიშვებს და არ ვიცი. ახლა ქირით ვართ. ჩემი დილა ბავშვის მოვლით იწყება, ვაჭმევ, ვალაგებ და მერე საღამოს გავდივარ ხოლმე სანთლების გასაყიდად. "პროფილის" შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროდუქტებით დამეხმარნენ".

 

 

tngh სამწუხაროდ, უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა უმრავლესობა სოფელში ცხოვრებას არ კადრულობს. მეტიც, ბევრ მათგანს სოფელში 2 სართულიანი სახლები აქვს გამოკეტილი და საკარმიდამო მიწა დაუმუშავებელი...
5 წლის უკან