"თუ პოლიტიკაში არ ერევიან, აბა, რა სიკვდილში ერევიან?"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ამბობს, რომ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, ის რაც ახლა ხდება არ არის ნორმალური

"ესენი ახლა ისეთ კრიზისში არიან, აღარაფერი უშველით. დამთავრებულია მაგათი ამბავი, "ახლა გინდ შაიტანონ და გინდ გამაიტანონ თავიანთი რუმბივით გაგორებული ფალავანი". ახალი სახეები კი არა, მამა ღმერთი აღარ უშველით. ასეთი არაფერი მინახავს, სახტად დამტოვა ზურაბიშვილის განცხადებამ, მე პოლიტიკაში არ ვერევიო. თურმე ჯერ სად ვიყავი, არც პრემიერი ყოფილა პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკაში არ ერევიან, აბა, რა სიკვდილში ერევიან? იმდენს სულელობენ, თავსაც დაიღუპავენ და ქვეყანასაც ზედ გადაიყოლებენ. ერთი ის გამაგებინა ამ წულუკიანმა რა საიდუმლო იცის ასეთი ამ ხელისუფლებაზე, რომ ფეხისწვერებზე ატარებს ყველას. შვიდი წელია ძვრა ვერ უყვეს ადგილიდან", - განუცხადა "კვირის პალიტრას" წულაიამ.

 

tngh ეს კაცი ჩამოყალიბდა... "ჯამბაზ-კლოუნად"... და მე მგონი, თვითონაც აწყობს ეს სტატუსი!!!
5 წლის უკან
სოციალისტი ცხონებულ იპოლიტეს მოუჯოკრა! ))) მე როგორც კი დავინახავ უკვე ვიღიმი. კარგი კაცია!
5 წლის უკან
tngh გეთანხმები!!! "სიფათითაც" წააგავს და ტანით ხომ, ზედ მოჭრილია... შეეშვას პოლიტიკას და, თეატრში და კინოში სცადოს ბედი... ლუი დე ფიუნესი მონაგონია ამის ჯღანვასთან.
5 წლის უკან