ყველას მხოლოდ 100 დოლარიანი ბანკნოტები მოსწონს – განვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევჯერდით შუალედურ არჩევნებში როგორ მივიღებთ მონაწილეობას

ყველას მხოლოდ 100 დოლარიანი ბანკნოტები მოსწონს – განვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევჯერდით შუალედურ არჩევნებში როგორ მივიღებთ მონაწილეობას

პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ, რომელი რეგიონები გვეჩვენება ჩვენთვის პერსპექტიულად და რომელ რეგიონებში შეიძლება, დავუჭიროთ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 24 მარტის ყრილობის დეტალებს მოამზადებს.

„ყრილობის მოსამზადებელი პოლიტსაბჭოს სხდომა იყო. შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. დავნიშნეთ დრო – კვირას, 24 მარტს გაიმართება ყრილობა. შევიტანეთ პატარა ცვლილება წესდებაში, რაც შიდაპარტიული საკითხია. განვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევჯერდით შუალედურ არჩევნებში როგორ მივიღებთ მონაწილეობას.

კანდიდატებზე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. დავილაპარაკეთ იმაზე, რომელი რეგიონები გვეჩვენება ჩვენთვის პერსპექტიულად და რომელ რეგიონებში შეიძლება დავუჭიროთ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის ან სხვა ოპოზიციის კანდიდატებს მხარი“,- აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, აირჩევენ თუ არა მას პარტიის თავმჯდომარედ, ვაშაძე ამბობს:

„დაველოდოთ ყრილობას. „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული პარტიაა, ყველას მხოლოდ 100 დოლარიანი ბანკნოტები მოსწონს. მოლოდინი არის, რომ პარტია დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს. ასე დალაგებულად, წყნარად, მშვიდად პოლიტსაბჭოს სხდომა მე არ მინახავს. ყველა გრძნობს იმას, რომ ჩვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენზე როცა ვლაპარაკობ, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“,როგორც ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი“,- აღნიშნა ვაშაძემ.