„საქართველო რომ ასე ჯიუტად არის რუსულ ბანაკში, ეს უფრო მაშფოთებს და არა - აფხაზური ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, რაც ზღაპარია“

„საქართველო რომ ასე ჯიუტად არის რუსულ ბანაკში, ეს უფრო მაშფოთებს და არა - აფხაზური ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, რაც ზღაპარია“

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ აფხაზებსაც ფრთები შეასხა. ამ მიზნით აფხაზური დაპირისპირებული ბანაკები ახალი ათონის მონასტერში შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად ბრძოლა დაისახეს მიზნად.

საუბარია „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაზე“, რომელსაც დოროთეი დბარი ხელმძღვანელობს და „სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიაზე“, ბესარიონ აპლიას მეთაურობით. მათ ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს, რამაც ავტოკეფალიის მისაღწევად უნდა იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზები ავტოკეფალიის, ან ავტონომიის მინიჭებას კონსტანტინოპოლისგან ადრეც ითხოვდნენ, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

დღეს რა პერსპექტივა აქვს აფხაზების ჩანაფიქრს ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე?!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთს არანაირი რესურსი და საშუალება არ აქვს ავტოკეფალიის მიღების და მოთხოვნისაც კი, არც ისტორიული, არც დღევანდელი მდგომარეობით, არც ეკლესიების და არც მორწმუნეების რაოდენობით. შესაძლოა, წარსულში რაღაც-რაღაცები იყო, მაგრამ ეს ძალზე ეფემერულია და აფხაზები ამას ვერ დაეყრდნობიან. მით უმეტეს, ეკლესიების ისტორია, მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქრისტიანობის ისტორია ყოველთვის იყო პოლიტიზირებული. ის, რომ კონსტანტინემ მართლმადიდებლობა მიიღო, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, პოლიტიკის გარეშე ასეთი რამ არ ხდება და დღესაც არავინ არ წავა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომ აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო აურიოს სიტუაცია მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში.

„არავინ გამოუშვებს ჯინს ბოთლიდან, რადგან მსოფლიოში პატარ-პატარა ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ხალხს მოუნდება ავტოკეფალია. სულ სხვაა უკრაინის შემთხვევა, რომლის ავტოკეფალიასაც ისტორიული ფესვები აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს ეკლესია, რომელიც მხოლოდ რუსეთის ეკლესიამ, ბულგარეთმა და საქართველომ აღიარეს. სხვას არავის უღიარებია, არადა, ამერიკის ეკლესია უმდიდრესია. ძალიან ცუდია, რომ საქართველომ ამერიკის ეკლესიასთან მიმართებით რუსეთის მხარე დაიჭირა. არადა, რუსეთმა ეთნოფილეტიზმის ერესის საფუძველზე მისცა ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალია, რაც დარღვევაა. დღეს, ფაქტობრივად, უკრაინის გამო მსოფლიო მართლმადიდებლობა შუაზეა გაყოფილი -ბერძნულად და პრორუსულად. თუმცა ყველა სლავური ეკლესია არ არის პრორუსული. შესაბამისად, საქართველო რომ ასე ჯიუტად არის რუსულ ბანაკში, ეს ძვირად დაგვიჯდება, რადგან მთელი დასავლური ცივილიზებული ეკლესიები იქნებიან კონსტანტინოპოლის, ანუ ე.წ. ბერძნული ეკლესიების გარშემო. ეს უფრო მაშფოთებს და არა - აფხაზური ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, რაც, ჩემი აზრით, ზღაპარია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, დოროთეი დბარი და ბესარიონ აპლია სულ ტყუილად ხომ არ გაერთიანდნენ, განმარტა, რომ დაპირისპირებულ მხარეთა ერთიანობა არასდროს ცუდი არ არის.

პირიქით, ამან შეიძლება ხელი შეიწყოს აფხაზურ საზოგადოებაში კონსოლიდაციას, მით უმეტეს, როგორც ამბობენ, დოროთეი დბარი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას. ასე რომ, შესაძლოა, აქ სხვა გათვლები იყოს და აფხაზებს კარგად ესმოდეთ, რომ არანაირ ავტოკეფალიის აღიარებაზე საუბარი არაა. მით უმეტეს, როცა დოროთეი დბარის წარმომადგენლები ეკვრებიან პრორუსულ ფრთას, ანუ აპლიას ფრთას, რუსები არ დაუშვებენ აფხაზეთის ავტოკეფალიას. რუსებს არ სჭირდებათ მათი აღიარება, ასე რომ იყოს, მაშინ რუსები თვითონვე აღიარებდნენ აფხაზების ავტოკეფალიას.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, არის კიდევ ერთი ვარიანტი, კერძოდ, აფხაზების ავტოკეფალია კონსტანტინოპოლმა კი არ აღიაროს, არამედ აფხაზებისთვის მთავარია, ვიღაცამ მაინც აღიაროს. ამდენად, შესაძლოა მათ ისევ რუსეთის იმედი აქვთ, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიაროს მათი ავტოკეფალია.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არც ერთ შემთხვევაში აფხაზების წინადადებას არ დათანხმდება, არ დათანხმდება არც ერთი ეკლესია, თუ ჩვენი ხელისუფლება თვითონვე არ შეუშლის ხელს საქართველოს ეკლესიას ქართული ინტერესების დაცვაში. ამიტომ ჩვენ ჯერ უნდა მივხედოთ თბილისს. თბილისი როცა იქნება ქართული სულისკვეთებისა და ცნობიერების ქალაქი, ამის შემდეგ მოგვარდება აფხაზეთში პრობლემები. მანამდე კი ასეთი მიდგომით რელიგიურ ინტერესებს ვერ დავიცავთ, ვერ დავიცავთ იმიტომ, რომ ჩვენს ეკლესიას თვითონვე ებრძვის ხელისუფლების ამა თუ იმ კლანის წარმომადგენელი.

„დროა, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და დაიკავოს ის პოზიცია, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს, ანუ გახდეს ეკლესიის პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში და ერთობლივად დაიცვან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. საქართველოსთვის დამღუპველი პროცესი მიმდინარეობს თბილისში, რადგან ქართველი ხალხი, პოლიტიკური ჯგუფები ვერ ვახერხებთ ერთიანი ქართული პოზიციის შემუშავებას, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არის ქაოსი და ამ ქაოსის გამო ნოყიერი ნიადაგია ავანტიურისა და აგენტურისთვის. ამით სარგებლობს მოწინააღმდეგე. ამ ქაოსის პირობებში რუსეთის აგენტურას შესაძლებლობა ეძლევა აქტიურად იმოქმედოს. ამის გამოვლინებაა ის, რაც ხდება აფხაზეთში. თუკი თბილისში ქართული სახელმწიფოს მშენებელობას დავიწყებთ, მაშინ ავანტიურისტებს მოევლებათ, ხოლო, თუ ამას არ დავიწყებთ, მაშინ აგენტურასა და ავანტიურისტებს ვაძლევთ საშუალებას, ყოველდღიურად დაგვაშორონ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებს როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რელიგიურადაც“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 ===
როგორ არა აქვს, აქვს და თავს ნუ ვიყლევებთ.
თუ აღიარეს აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად, მაშინ ნურც იმას დაივიწყებთ რომ მოციქულთა სწორმა იქადაგა საქართველოში აჭარასა და აფხაზეთში, თუ არ ვცდები წმინდა ანდრია იყო, რომელიც წლები ქადაგებდა აფხაზეთში და მერე წავიდა კონსტანტინოპოლში, მგონი სწორად მახსოვს ეს ამბები.
ესე რომ, სიმართლით იბრძოლეთ, თორემ სიცრუეს მოკლე ყურები აქვსო...
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ---
მაგრამ, აფხაზებს შანსი არა აქვთ დაჟე ნოლ ნოლ ნოლ ერთი პროცენტის კი...
მე რომ ძალაუფლება მქონდეს, ღმერთო მაპატიე, მაგრამ სიმართლეს ვამბობ, რასაც ვფიქრობ იმას, სულ ერთ აფხაზს დავტოვებდი ცოცხალს, ისიც ბებერს და უშვილოს.
არასოდეს, არც ერთ დროს და საუკუნეში, აფხაზების ჩვენსკენ შემობრუნება არ მოხდება, არა! მათ გემო გაუგეს თავისუფალ მაკარონს და გონიათ მათია მთელი დედამიწა და ყველა მათ წინაშე ვალდებული და მოვალეა...უნდა გაჟუჯო რომ მოისვენოს შთამომავლობამ.
ოსები სხვა საკითხია, ოსები მოხოხდებიან, როცა იგრძნობენ ჩვენ ძალას. აფხაზები არასოდეს!კედელთანაც რომ მიაყენო, დახვრეტის შიშითაც რომ დაშინო, ან დახვრიტო კიდეც, არ უნდივართ.
5 წლის უკან
სოციალისტი მერე და ჩვენ რად გვინდა?
5 წლის უკან
zviadi დიდია "ერთმორწმუნე" ღრუსების გავლენა ჩვენ საპატრიარქოზე. ახალი რუის-ურბნისი გვინდა მარა, როდის იყო ძველ ტიკებში ახალ ღვინოს რომ ასხამდნენ?!
5 წლის უკან