სნაიპსი ციხის კარებთან

სნაიპსი ციხის კარებთან

მსახიობ უესლი სნაიპსს სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობის გამო სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 48 წლის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია ტრილოგია ”ბლეიდით” და ასევე მთავარი როლით სპაიკ ლის ფილმში ”ციებ-ცხელება ჯუნგლებში”, სასამართლოს წინაშე პირველად 2008 წელს წარდგა. მას ბრალად ედებოდა გადასახადების გადაუხდელობა სამივე ეპიზოდიდან თითოეულისათვის. საქმე ის გახლავთ, რომ სნაიპსმა შეგნებულად არ არ შეავსო საგადასახადო დეკლარაციის ფორმა და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა 40 წერილი წარმოადგინეს მსახიობის დადებითი დახასიათებით, რომელსაც ხელს მისი ახლობლები და მეგობრები, მათ შორის ვუდი ჰარელსონი და დენზელ ვაშინგტონი აწერდნენ, საოლქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შუამდგომლობა საქმის გადახედვასთან დაკავშირებით და მოითხოვა, სნაიპსმა, რომელიც თავდებით იყო გათავისუფლებული, სამწლიანი სასჯელი მოიხადოს.

atb.ge