"როგორ მენანები მიწისთვის…რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და… პირ­ველ შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ"

"ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე, ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილ მამუკა ნაცვალაძეზე შემდეგი სახის ცნობებს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ნაც­ვა­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და. ის და მისი მე­უღ­ლე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

"როგორ მენანები მიწისთვის ყველა ტირის გურიაში დიდი და პატარა… რა უნდა ვუ­თხრათ შენს ოჯახის წევრებს, მე­უღ­ლეს, რით ვუ­თა­ნაგ­რძნოთ? შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ… გული მომიკვდა კიდე არ მჯერა რომ აღარ ხარ. ძალიან დიდი დანაკარგი ხარ ყველასთვის. მენანები მიწისთვის…

გარდაიცვალა 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.

ასე იცხოვრე 25 წელი, ოცდაექვსი ვეღარ შეასრულე! თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს - სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… ვერ შეძლეს ექიმებმა შენი გადარჩენა (ბაიკერი საავადმყოფოში გარდაიცვალა… ფეხმძიმე მეუღლე სწორედ იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა კონსულტაციაზე და იქ გაიგო ეს შემზარავი ამბავი).

ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა".