10 რამ, რისთვისაც ფული დაგრჩება, თუ მოწევას თავს დაანებებ

10 რამ, რისთვისაც ფული დაგრჩება, თუ მოწევას თავს დაანებებ

დღეს გვერდზე გადავდებთ ნიკოტინის მავნე ზეგავლენის საკითხს და მოწევას ისე განვიხილავთ, როგორც ირაციონალურ ხარჯს, რომელიც ჩვენს ჯიბეს ყოველთვიურად საგრძნობლად აზარალებს.

მწეველი ხარ?! მაშინ, კარგად გეცოდინება, რომ საქართველოში სიგარეტის ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მოდით, ჩავთვალოთ, რომ დღეში ერთ კოლოფს ეწევი და ეს სიგარეტი 5 ლარი ღირს. გამოდის, რომ თვეში შენი ხარჯი 150 ლარია. იგივე თანხა ღირს:

სამი კბილის დაბჟენა

თუ მოწევას თავს დაანებებ, შენი კბილები მხოლოდ მადლობას გეტყვიან. 150 ლარად კი წესით იმ სტომატოლოგიურ პრობლემებსაც გაუმკლავდები, რომელთა მოგვარებასაც ამდენ ხანს გვერდზე დებდი.

სავარჯიშო დარბაზის 1-თვიანი აბონემენტი და ორი წყვილი წინდა

140 ლარად სავარჯიშო დარბაზის 1-თვიანი ულიმიტო პაკეტს იყიდი და ფული ახალი წინდებისთვისაც დაგრჩება.

100 კილო კარტოფილი

150 ლარად შეგიძლია იყიდო 100 კილო კარტოფილი და მთელ სამეზობლოს გაუმასპინძლდე. შემწვარი კარტოფილი ხომ ყველას უყვარს.

10 ახალი წიგნი

იმ ფულით, რომელსაც სიგარეტში ხარჯავ, შეგიძლია შენი ბიბლიოთეკა საშუალოდ 10 წიგნით გაამდიდრო.

ვიქენდი სიღნაღის რომელიმე საოჯახო სასტუმროში საყვარელ ადამიანთან ერთად + ვახშამი

და არა მხოლოდ სიღნაღში. შეგიძლია ყოველთვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოაწყო გასვლა და უკან შთაბეჭდილებით სავსე დაბრუნდე.

სიღნაღში, საოჯახო სასტუმროში ნომერი ერთი ღამით 60-70 ლარი ღირს. დარჩენილი ფული კი ღვინის თანხლებით ვახშმისათვის გეყოფა.

ყოველდღე ტაქსით ერთხელ მგზავრობა

150 ლარად შეგიძლიათ თავი არ შეიზღუდო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკზე აღარ იყო მიბმული. ამ თანხად დაახლოებით 30-ჯერ შეძლებ ტაქსით მგზავრობას.

დიდ ეკრანზე, მეგობართან ერთად 5 ფილმის ნახვა

ფილმების მოყვარული ადამიანებისთვის ეს არაჩვეულებრივი შანსია, რომ დიდ ეკრანზე გამოსვლითანავე ნახონ ახალი ფილმები. ასე რომ, ნახვამდის, ლეპტოპში ჩართულო ცუდად გახმოვანებულო ფილმებო.

ყავა და კრუასანი ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში

თვეში, როგორც წესი, 20-21 სამუშაო დღეა, ყავისა და კრუასანის კომბინაცია კი დაახლოებით 7 ლარი ჯდება. ასე რომ, 150 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ შენი თითოეული სამუშაო დილა ტკბილად დაიწყოს.

პარაპლანით სამჯერ ფრენა

თუ საკუთარი თავის გამოცდა გინდა და მძაფრი შეგრძნებებიც გიყვარს, 150 ლარად 3-ჯერ შეძლებ, თბილისის ზღვის თავზე პარაპლანით იფრინო.

150 შეკვრა საღეჭი რეზინი

ეს დაგეხმარება, სიგარეტიდან ჯანსაღ ცხოვრებაზე უმტკივნეულოდ გადახვიდე.