კარლ ლაგერფილდის კატა საკუთარ ტანსაცმლის ხაზს უშვებს

კარლ ლაგერფილდის კატა საკუთარ ტანსაცმლის ხაზს უშვებს

კარლ ლაგერფილდის საყვარელი მეგობარი შუპეტი ისევე როგორც მთელი მსოფლიო, მოდის ინდუსტრიის ლეგენდას გლოვობს. მიუხედავად იმისა, რომ შუპეტმა დიზაინერის ქონება საბოლოოდ ხელში ვერ ჩაიგდო, ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობას მაინც ახერხებს. ფინანსური პრობლემების თავიდან ასარიდებლად თუ პატრონის პატივისცემის მიზნით, შუპეტმა ტანსაცმლისა და აქსესუარების საკუთარი ხაზი გამოუშვა.

შუპეტის პირადმა ასისტენტმა კოლექციისთვის "#RIPDaddy"-ს დარქმევა გადაწყვიტა, რაც გარდაცვლილისადმი პატივის მისაგები სიტყვებია. კარლ ლაგერფილდის კატის ამ კოლექციაში მაისურები, ჭიქები და iPhone-ის ჩასადებები შევა, რომლებიც შუპეტის პირადი გვერდის ილუსტრატორის, მონიკა სმაილის მიერ იქნება მოხატული. ამ ყველაფრის შეძენას კი ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით შეძლებთ.

რაც შეეხება კოლექციის გაყიდვის შედეგად შეგროვებულ თანხას, ის კალიფორნიის ცხოველთა დახმარების ფონდს გადაეცემა

ამ მძიმე პერიოდში შუპეტს გულშემატკივრები და გამომწერები სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ამხნევებდნენ, რისთვისაც მან Twitter-ისა და Instagram-ის გვერდზე სამადლობელი წერილიც გაგვიზიარა.