დედამიწაზე მეტეორი ჩამოვარდა და ატომურ ბომბზე 10-ჯერ მძლავრად აფეთქდა

დედამიწაზე მეტეორი ჩამოვარდა და ატომურ ბომბზე 10-ჯერ მძლავრად აფეთქდა

დედამიწის ატმოსფეროში მეტეორმა შემოაღწია. გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი ჩვენს პლანეტაზე,2018 წლის 18 დეკემბერს, 32კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა და ბერინგის ზღვის თავზე აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მეტეორი ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 10-ჯერ ძლიერად აფეთქდა.

ეს მოვლენა თავდაპირველად შეუმჩნეველი სწორედ იმ მიზეზის გამო დარჩა, რომ აფეთქება ბერინგის ზღვის თავზე მოხდა.

აფეთქება სამხედრო სატელიტებმა შენიშნეს და NASA-ს შეატყობინებს. კოსმოსური სივრცის მკვლევარებმა, ინფორმაცია ინციდენტის სათანადოდ შესწავლის შემდეგ, მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს.

მეტეორი დედამიწის ატმოსფეროში, ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 25.6კმ-ის სიმაღლეზე აფეთქდა.

NASA-ს მკვლევარის დოქტორი ლინდლი ჯონსონის განმარტებით, კოსმოსურმა სხეულმა საკმადო ახლოს ჩაუარა იმ საჰაერო ტრასას, რომელსაც კომერციული თვითმფრინავები ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას შორის რეისებისთვის იყენებენ.

მეცნიერების განცხადებით, ეს ჩელიაბინსკში 6 წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორის შემდეგ ყველაზე დიდია ფეთქება იყო.

„აფეთქებამ, ჩელიაბინსკის მეტეორის სიმძლავრის 40% შეადგინა, თუმცა ბერინგის ზღვის თავზე მოხდა და ამიტომ არ ჰქონია დიდი ეფექტი და არც მედიაში გაშუქებულა, ჩვენ ის უპირატესობაც გვაქვს, რომ პლანეტაზე ბევრი წყალია და გვიცავს",- აცხადებს NASA-ს მკვლევარი კელი ფასტი.