„საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა, საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატო–ს ოპერაციებსა და მისიებში“, – ასეთია ნატო–ს გენერალური მდივნის ანგარიში.
ნატო–ს გენერალური მდივნის 2018 ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო–ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება.
ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს, რომელიც მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. 6 ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება.
„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში. 2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრ–მობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს“, – ნათქვამია ნატო–ს გენერალური მდივნის ანგარიშში.
ამასთან მნიშვნელოვანია გზავნილები გავრცელდა 13 მარტს აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით – „ნატო–ს 70 წლისთავი და შეუცვლელი ალიანსი“.
ევროპისა და ნატო–ს საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟესინკიმ ხაზი გაუსვა ნატო–ს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ ნატო–მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები. მისი თქმით, საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებას.
მისივე განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები ალბათობაა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას.
„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატო–ში გაწევრიანებისაკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს, ეს იქნება ბალკანეთსა, თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“, – განაცხადა იან ბრჟესინკიმ.
ასეთია გზავნილები დასავლეთიდან. 2019 წელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ნატო სრული ფორმატით იქნება საქართველოში წარმოდგენილი. უახლოეს პერიდოში იგეგმება ნატო–ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, ასევე იგეგმება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი. საგარეო საქმეთა მნისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, შემდეგი მიზანი არის ნატო–ში გაწევრიანება, რომელიც ასევე, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
„საქართველო, როგორც ნატო–ს სამაგალითო და ერთ–ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყანა წარმატებით ასრულებს ალიანსის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული და არაერთგზის დადასტურებულია, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. ნატო სრული ფორმატით იქნება წელს საქართველოში წარმოდგენილი და ვფიქრობ, ესეც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს პრიორიტეტებსა და სტრატეგიაში ნატოს–თან ინტეგრაციას ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ექნება“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძის განცხადებით, როდესაც ვლაპარაკობთ ნატოზე, აქ მნიშვნელოვანი არის ორი კომპონენტი, პირველი – ქვეყნის პრაქტიკული მზადება და საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის და მეორე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ ეს კონსენსუსი შედგეს და გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„გენერალური მდივანი საუბრობდა, რომ საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს შესაძლებლობათა ფანჯარისთვის, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ ეს შესაძლებლობათა ფანჯარა არის შესაქმნელი. ის, რომ დღეს მსოფლიოში ნამდვილად არ არის მარტივი ვითარება, ეს ყველასთვის ცხადია და საუბარია სწორედ იმაზე, რომ გაფართოების ახალი ტალღა აუცილებლად იქნება და ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ ერთგულია ნატო ღია კარის პრინციპის, მნიშვნელოვანია გაფართოების ტალღა განხორციელდეს უმტკივეულოდ. ქვეყნები, რომლებიც არიან კანდიდატი სახელმწიფოები და რომლებიც უნდა გაწევრიანდნენ ალიანსში, ეს გზა უმტკივნოულოდ უნდა გაიარონ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
მისი თქმით, გაწევრიანება ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან და არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოს შეუქმნან გარკვეული პრობლემები.
„ის, რომ რეგიონში არ არის მარტივი სიტუაცია, ეს ყველასთვის ცხადია. ამიტომ საუბარი არის იმაზე, რომ შესაქმნელია შესაძლებლობების ფანჯარა, რაც აუცილებლად მოხდება, რაც არაერთხელ მომხდარა არაერთ შემთხვევაში. მთავარია იმ მომენტისთვის ვიყოთ მზად და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ექსეპერტი უსაფრთხოების საითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში გეოპოლიტიკური რეალობა განსხვავებულია, ქვეყანა ცივი ომის პირობებშია. პარალელურად, სერიოზული გეოსტრატეგიული საკითხები წამოაყენა ამერიკამ და რუსეთმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეს ფონი კი, სერიოზულ ვითარებას ქმნის.
„ჩვენ უკვე არ ვართ იმ ვითარებაში – ნატოში მიგვიღებენ თუ არა. აქ საკითხი დგას საკმაოდ სერიოზული კუთხით, ნატოს ხელძღვანელობამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა მიიღონ ნატოში, რადგან აქ საუბარია ამ ქვეყნების სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე.
რუსეთი გადავიდა წმინდა აგრესიულ ქმედებებზე. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა პირდაპირი სამხედრო აგრესია განახორციელოს ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში. აქ უკვე დგება ჩვენი სუვერენიტეტის საკითხი. რუსეთი ღიად ემუქრება შეჭრით ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს, საქართველოს და უკრაინას რას უზამს ხომ წარმოგიდგენიათ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
ან მოგვხედეთ ბატონო, თუ ქალბატონო ნატო! ან რუსებს დედას მოვუტყნავთ სადაც გადავეყრებით...
მოგეხსენებათ როცა მთვრალი ვართ,
სამშობლოს დაცვა ჩვენი ვალია,
ვინ ჩემი ყლეა რუსის ვანია,
დროშები გვთხარა???!!!
არ უნანია? უხ მაგის!!!
მერე რა მოხდა?
მაწონსა ჭამს და თავისთვის არის.
ორივე ხელით დაეტაკეთ,
ვიყვიროთ, კმარა!!!
ზებრამ რა იცის, თაგვმა სად თხარა,
კატა გვეგონა, თებერვალში კომში მოთხარა.
დიდება ნანას!
რას კითხულობ, სადა ნანა?
რადგან მოხუცდა, მასაც უნდა,
ჩაცმა და ბანა,
განა ევროპამ არ გვასწავლა,
ყვერების ფხანა?
იქნება წელსაც დავთესოთ ყანა,
ხორბალს რუსები მოგვყიდიან,
თურქები კარაქს
და ავშენდებით სტოკჰოლმის და
ტოკიოს დარად.
ერთ მრევლზე ორი მღვდელი ცოტა ბევრია მარა,
თუ გადავითვლით დებილთა და სულელთა ფარას,
ეგაც ცოტაა,
რადგან ურწმუნო!
მორწმუნეთა შორის, ერთი ჟორაა.
ჟორასთვის სამი,
სკოლა უნდა გავხსნათ მღვდლებისთვის
ერთი ხურო და ერთი დურგალიც დაგვჭირდება,
თაბორის მთაზე საქართველოს აშენებისთვის...
ელიავაზე მოვძებნოთ მუშა,
შენ ცემენტს ნახავ,
შენ აგურზე წახვალ დილიდან,
„ლაფატკებს“ კოტე ჩამოიტანს,
არმავირიდან
და დავცხოთ ქვეყნის აშენება,
იქით კვირიდან.
დროშები ჩქარა!!!
დროშები!
დროშები!
დროშები ჩქარა!!!
სამწუხაროა, მუნდირი და დროშები არ გვაქვს,
და რადგან ჩახდილს მოგვისწრეს და
ალყაში ვყავართ,
ნებით დავნებდეთ, თუ ვიყვიროთ, ძალა იხმარა?
ეს ის კითხვაა, ოცდაათი წელი რომ გვტანჯავს,
მაგრამ პასუხი არ გვაღირსა, მარჩენალ მამამ.
თუ ვინმეს რამე სათქმელი გაქვთ,
აქა ვარ ხვალაც,
დააკაკუნეთ და იკითხეთ
გორში ჯემალა,
სადახლოსთან სოსო და ზაზა.
ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი, ტრიალებს,
გაჩუმდი, რა გაღრიალებს!
რა მაგრად აცელ იამებს
და ტრი-ა-ლებს
ტარარა რარა,
ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი...........
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.
დრო რუსეთს გაატიალებს
და ვაი სომხებს.