ინდოეთში ფორესტ გამპის რიმეიქს იღებენ

ინდოეთში ფორესტ გამპის რიმეიქს იღებენ

ბოლივუდის სუპერვარსკვლავი, ამირ ხანი საკულტო ამერიკული ფილმის Forrest Gump ინდურ რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმის ინდურ ვერსიას Lal Singh Chaddha ერქმევა და მისი გადაღებები სავარაუდოდ ამ წლის ზაფხულში დაიწყება, პრემიერა კი 2020 წელს შედგება.

"ყოველთვის მიყვარდა ფორესტ გამპი. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, არაჩვეულებრივი პერსონაჟებით რომელიც მთელ ოჯახზეა გათვლილი. მიხარია, რომ ამის ნაწილი მეც ვიქნები", - ამბობს ამირ ხანი.

ამირ ხანი ინდურ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად ითვლება. ფილმები მისი მონაწილეობით ყოველთვის ექცევა ინდური ბოქს ოფისების სათავეში.