„თუ ჩვენ გვაინტერესებს უფრო ღრმა კვლევა, საჭიროა, ნამარხი ძვლების შესწავლა. ასტრახანში გვყავს ორი მეფე - თეიმურაზ მეორე და ვახტანგი. თეიმურაზ მეორე არის პირდაპირი შტო კახეთის ხაზისა“, - აცხადებს ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და მიიჩნევს, რომ სპეციალური კვლევის გარეშე ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გენეტიკაზე საუბარი დაუშვებელია.
გარდა ამისა, ანდრიაძე დავით ბატონ-მუხრანელის ადვოკატის პოზიციას არ იზიარებს, რომლის თანახმადაც, ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა. ანდრიაძის თქმით, პირადად ბატონ ნუგზარისგან მის ცენტრს არ აუღია დნმ-ანალიზი. უბრალოდ, შვაბი, რომელიც იყო ამ კვლევისთვის გამოყოფილი, ამერიკის ლაბორატორიაში, ტეხასში წაიღო შუამავალმა პიროვნებამ და საქართველოში ჩამოიტანა მისგან აღებული ანალიზი. ამდენად, თუ ჩვენ გვაინტერესებს უფრო ღრმა კვლევა, საჭიროა, ასტრახანში არსებული ნამარხი ძვლების შესწავლა.
საჭიროა თუ არა ქართველი მეფეების ნეშტების შეწუხება იმის გასარკვევად, არიან თუ არა თანამედროვე ბაგრატიონები თავიანთი ცნობილი წინაპრების უშუალო შთამომავლები?! ამის შესახებ For.ge-ს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.
შესაძლოა, ასტრახანში დაკრძალული ორი მეფის ნეშტს ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი, საუბარია თეიმურაზ მეფესა და ვახტანგ მეექვსის ძვლებზე. რამდენად აუცილებელია ძვლების ანალიზი, თუ ეს დააკნინებს ბაგრატიონთა ოჯახის ღირსებას?
- ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახი ბაგრატიონების შთამომავალია და არ მესმის, რატომ უნდა ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი? ვის რაში ეპარება ეჭვი, რომ ნუგზარი არ არის პეტრე ბაგრატიონის შვილი? თუ პეტრე არ არის დიდი პეტრე ბაგრატიონის შვილი? დავით მუხრან-ბატონის ადვოკატი ლაპარაკობდა, თითქოს ნუგზარი არ არის ნამდვილი ბაგრატიონი და ნაშვილებია. გინდაც ნაშვილები იყოს, თუკი ბაგრატიონმა იშვილა და დაწერა თავის გვარზე, ე.ი. თავისი ყველაფერი მას გადასცა. მუხრან-ბატონის ადვოკატი იმასაც ვერ ხვდება, რომ თავის საწინააღმდეგო რამეს ლაპარაკობს, რადგან მუხრან-ბატონებს ნაშვილობა არ უნდა გაუკვირდეთ. თავის დროზე როსტომ-ხანმა იშვილა ვახტანგ მეხუთე, რომლის შთამომავალიცაა ვახტანგ მეექვსე. ასე რომ, ვახტანგ მეექვსესა და მის ძმა იესეზე დამთავრდა მათი ნაშვილობის პერიოდი, ეს ხაზი ამით დამთავრდა და მუხრან-ბატონები დარჩნენ დიდებულ თავადებად.
ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონების გვერდითა შტოა, რომლებიც სამეფო ტახტზე ისტორიული კატაკლიზმების გამო მოხვდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ სამეფო ტახტს. იქნებ, ამის გამო თვლის დავით მუხრან-ბატონი საკუთარ თავს სამეფო სახლის უფროსად?
- დიახ, მუხრან-ბატონები ბაგრატიონების გვერდითა შტოა, მაგრამ გინდაც ნაშვილები იყოს რომელიმე ბაგრატიონი მაგ შტოში, ნაშვილები იმას ნიშნავს, რომ მშვილებელმა მას გადასცა მთელი თავისი მემკვიდრეობა, ყველანაირ ტიტულატურიან-ქონებიანად. ასე რომ, ეს ვერსია, თითქოს ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა, მუხრან-ბატონთა საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან სწორედ ნაშვილობის გამო იყვნენ ისინი საქართველოს მეფეები, რაც დამთავრდა 1729 წელს. მას შემდეგ მუხრან-ბატონები აღარ ყოფილან მეფეები და დარჩნენ ჩვეულებრივ დიდებულ თავადებად. სხვათა შორის, მუხრან-ბატონები სვეტიცხოველშიც იკრძალებოდნენ, ბაგრატიონიც ეწერათ გვარში, მაგრამ ისინი იყვნენ გვერდითი შტოს წარმომადგენლები.
დნმ-ის ანალიზი მიცვალებულთა ნეშტების შეწუხება უფრო იქნება?
- რა თქმა უნდა, ნეშტების შეწუხება რა საჭიროა. ვიღაცას რაღაც სულელური აზრი მოუვა თავში, იმდენი მიცვალებული ამოთხარონ საფლავიდან? მიცვლებულები იყვნენ თავიანთ ადგილას, მოასვენონ ისინი და დაანებონ თავი.
რით ახსნით იმას, რომ ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრმა ჩაატარა გენეტიკური კვლევა და შეისწავლა საქართველოში მცხოვრები 1200 გვარი? ესეც უბრალო დამთხვევაა? გიორგი ანდრიაძე ადასტურებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონის გვარს აქვს უძველესი ქართული გენოტიპი. თუმცა რომელი გენოტიპი აქვს, ამას ანდრიაძე კონფიდენციალურობის გამო არ ამჟღავნებს. ერთს კი ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონის გვარი არის უძველესი, უნიჭიერესი და იმავე გენოტიპს ატარებს ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის გვარი.
- ალბათ, ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრი ზოგადად იკვლევს ქართულ გვარებს. რამდენადაც ვიცი, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შუმერებთან გვაქვს საერთო გენი. ამ მიმართულებით იკვლევდნენ ისინი და არა პიროვნებების იდენტიფიკაციისთვის. ეს იმისთვის კეთდება, ქართველები ვისთან ვართ ყველაზე ახლოს, უძველესი დროიდან სისხლით ნათესაური კავშირი ვისთან გვაქვს.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ჰაპლოჯგუფებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონს არ აღმოაჩნდა ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. მისი თქმით, ბაგრატიონებს აქვთ Q3A1A1, ანუ ციმბირული დნმ-ჯგუფი, მაგრამ, რადგან ბაგრატიონებს აქვთ ქართული დნმ-ჯგუფი, აქედან გამომდინარე, ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ასკვნის, რომ ქართული დნმ-ჯგუფი არის J1 და J2 და არა -ციმბირული დნმ-ი, ანუ Q3A1A1. სისხლის ეს ჯგუფები რაიმეს ამტკიცებს?
- ეს ჰაპლოჯგუფები არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი, ამდენი ხნის განმავლობაში არ გამიგია, თითქოს ნუგზარ ბაგრატიონი, ან მისი მამა ნაშვილებია, არც არავის უთქვამს ამის შესახებ, მაგრამ ნაშვილებიც რომ იყოს, როგორც გითხარით, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოში ხუმრობენ, ჯერ ტახტი არ არსებობს და ბაგრატიონები უკვე ერთმანეთს ხოცავენო. ამ დაპირისპირებამ რამდენად დააზარალა ბაგრატიონთა გვარი და, ზოგადად, მონარქისტული იდეა?
- ამან ბაგრატიონები დააზარალა, სამასხარაოდ იქცა ეს თემა, ამ დღეებში ინგლისური გაზეთი Daily Mail-ის სტატია აჩვენეს, სადაც წერია: The Clown Prince („კლოუნი პრინცი!“). როგორც ჩანს, მუხრან-ბატონს კომერცია და ფულის კეთება უნდა ამ ტიტულით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაგრატიონთა სახლის უფროსი ნუგზარ ბაგრატიონია.
ზოგიერთები ამბობენ, პატრიარქი იმიტომაც არ ესწრებოდა სამეფო ჯვრისწერას, რომ მაშინვე რაღაც ეჭვები არსებობდაო.
- სინამდვილეში, პირიქით იყო, ქორწილი პატრიარქის ხელდასხმით მოხდა, ეს უწმინდესის ინიციატივა იყო და სწორედ პატრიარქს უნდოდა, ბაგრატიონებს მემკვიდრე ჰყოლოდათ. მაშინ ბრძანა პატრიარქმა კონსტიტუციური მონარქიის თაობაზეც. მისმა უწმინდესობამ ისიც გაითვალისწინა, რომ, ქართული საზოგადოების აზრით, მემკვიდრეობა ქალის ხაზით არ ითვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ანა ბაგრატიონი, ანუ უფლისწულის დედა იყო ბაგრატიონი და ამას მიაქცია პატრიარქმა ყურადღება. ისე, რუსთაველი წერს, „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. რუსთაველი ამას ამბობს სამეფო ოჯახზე, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება მემკვიდრე, თუ კაცი, რადგან მემკვიდრეობა მაინც ბაგრატიონის ხაზით იანგარიშებოდა, განურჩევლად იმისა, ქალი იყო მემკვიდრე თუ კაცი.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის იმპერატორმა-რომანოვმა გადასცა გრუზინსკების ტიტული ბაგრატიონ-გრუზინსკებს. ეს აკნინებს ბაგრატიონ-გრუზინსკების ღირსებას?
- ბაგრატიონთა ეს შტო გრუზინსკებად იმ დროიდან მოყოლებული იწოდებოდა, რაც რუსებმა ჩვენთან მეფობა გააუქმეს. 1801 წელს ქართლ-კახეთში გააუქმეს მეფობა, 1810-ში გააუქმეს იმერეთში, იმერეთის ბაგრატიონთა შტოს იმერეტინსკებს უწოდებდნენ, ქართლ-კახეთისას-გრუზინსკებს. უბრალოდ, რუსებმა, ეტყობა, ვერაფრით მოუხერხეს ბაგრატიონების გვარს მოტრიალება, როგორც, მაგალითად, ჯავახიშვილები ჯავახოვებად დაწერეს, ბარათაშვილები-ბარათოვებად, მელიქიშვილები-მელიქოვებად. რუსებმა ბაგრატიონთა გვარს რომ ვერ მისცეს შესაფერისი ფორმა, როგორც თვითონ უნდოდათ, მიაწერეს გრუზინსკები და იმერეტინსკები. იმ ადვოკატმა ისიც თქვა, გრუზინსკი ასეთი მეფე არც ყოფილა საქართველოშიო, როგორ იქნებოდა ასეთი მეფე საქართველოში, როცა გაუქმებული იყო მეფობა და სწორედ მაშინ მიანიჭეს რუსებმა ბაგრატიონების ამ შტოს გრუზინსკების ტიტული და დაამკვიდრეს ეს ფორმა თავიანთ ლექსიკონში.
იმის გამო, რომ ამ დავამ მონარქიის აღდგენის იდეა დააზარალა, ხომ არ სჯობს, სამომავლოდ სხვა ბაგრატიონები დაწინაურდნენ? გვყავს კი ჩვენ ნამდვილი ბაგრატიონები, თუნდაც იმერელ ბაგრატიონთა შთამომავლები?
- ნუგზარ ბაგრატიონის შთამომავალი არსებობს, ანასა და დავითის შვილი გაიზრდება და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება იმერელ ბაგრატიონებს, მათ დარჩათ შთამომავალი?
- თუ არ ვცდები, ერთი არის ღვანკეთელი ბაგრატიონი, ისიც მეფის უკანონო შვილი იყო და მისი შტოა დარჩენილი. სხვათა შორის, იმერეთის ბოლო მეფე - სოლომონ მეორე ერეკლე მეორის შვილიშვილი იყო ქალის ხაზით.
სამომავლოდ მონარქისტულ იდეას ემხრობით?
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში რამდენიმე ათეული წლის მერე დადგეს. დღეს ამაზე საუბარი რთულია.
ბატონი ავად გამხდარააა!!!!
მე მოვარჩენ ჩვენ ბატონსა, ისეთი შევცხო რომა....
თუ არ ვცდებიო, თან ვერც ადასტურებს, რადგან არ იცის , ვერ გავიგე, უკანონო რას ნიშნავს?
შვილი შვილია, თქვე პირქვე მოტყნულებო!!! უკანონო რაო, ანაწყობი ჟიგულია, თქვე ჩემის ტრულაილა?????
აი ვის ხელშია სამეფო კარი!
ყაიმაზ!!!
სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვს!
გადაარჩინე სამეფო კარი!!! თორემ ძირში მოკვნეტას უპირებენ საბრალო მეფეს.
მეფე, უტახტო და მეფე უმიწაწყლო, მეფე აფხაზთა! რანთა და კახთა, ახვართა ყმათა და ყაიმაზთა იმპერატორი, შიბლა პირველი საყვარელის ძე ყვერებსლიპინა და ბანჯგვლიანთა შთამომავალი ბაგრატას ბიჭი, მეფე მუხრანელ ბატონისვილთა ყვერებ სლიპინა ბაგრატიონი!!!
აი ესაა თქვენი მეფე ყლინჯისთა და დედოფალი ბეგაშვილი ტრაკის ცანცარა,,,,
დიდ ება მეფეს, ეს თავად შორენამაც დაამტკიცა, ზუსტად ესე თქვა შორენამ მაშინ, პირველად, რომ თხარეს ჯანში შავი ტაშაღლარი, დიდზე დიდ ებაო დიდი,,,,
ჟამთააღმწერელი მეფის ერთგული ტრიკოს პადუსკა და ყვერებ მცოდნე დოცენტი რეზო ზუსტად ესე წერს.
ქალმა დუმები ასწია მაღლა
და მეფე ეცა, როგორც მშიერი,
ეცა და თხარა, თხარა და ეცა,
მან გაუყარა დიშლა პირველი.
დროშების ტარად გამოდგება,
მეფის სადარი
შაბანა გრძელი,
ბაგრატიონმა ბაგრატიონს დაადო ღარში,
და ამის შემდეგ გააჩინა ლამაზი ბავშვი.
ღმერთმა აცოცხლოს და შორს მისგან ჩვენი ცოდვები.
დროშები ჩქარა! რადგან ირაკლიმ დაიხია შიბლაზე ნანა.
უფალი იყო ჩარეული, თურმე ზეციდან,
ბეგაშვილი კი როგორც წესია, თავიდანვე ყლეზე ეწვინა.
ეს სახელმწიფო დოკუმენტია, ბატო ნებო დიკუმენტი !!!