ბიჭმა დაწერა, რომ მამამისის დონატებს არავინ ყიდულობს — ინტერნეტი დაირაზმა

ბიჭმა დაწერა, რომ მამამისის დონატებს არავინ ყიდულობს — ინტერნეტი დაირაზმა

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მონდომებული ვართ, ახალი ბიზნესის წამოწყება სულაც არ არის მარტივი, რადგან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ კონკრეტულ საქმეში ჩადებული ინვესტიცია უბრალოდ ვერ გაამართლებს — რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ არავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ კლიენტები აუცილებლად გვეყოლება?!

ბილი ბაი ტეხასელი ახალგაზრდაა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მამამისის დონატების მაღაზიას, გახსნის პირველ დღეს კლიენტები საერთოდ არ ჰყავდა.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დონატები მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა და მაღაზია მზად იყო პირველი სტუმრების მისაღებად, ამ ამბის მთავარი გმირები, კლიენტები არსად ჩანდნენ.

"მამაჩემმა მოიწყინა, რადგან დონატებს არავინ ყიდულობს", — დაწერა ბილიმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

არავინ იცის, ეს სწორად გათვლილი მარკეტინგული ხრიკი იყო თუ, არა, მაგრამ ფაქტია, რომ ტვიტერზე ამ სახალისო და ამავდროულად ძალიან სევდიანი პოსტის გამოჩენის შემდეგ, მთელი ინტერნეტი ბილის დონატებისკენ დაირაზმა.

"წავიყვანოთ ჩვენი მეგობრები და წავიდეთ ამ მოწყენილი კაცის სანახავად", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ბილის პოსტს ტვიტერზე 700 ათასი მოწონება და 300 ათასზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. უგემრიელესი დონატები კი გახსნის პირველივე დღეს, მთლიანად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბილი მამამისს ინსტაგრამის გაკეთებაშიც დაეხმარა, რომელსაც რამდენიმე დღეში 110 ათასი გამომწერი დაუგროვდა.

ეს ისტორია კი, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს გვიჩვენებს, რომ სოციალურ მედიას და რაც მთავარია, გულწრფელობას დიდი ძალა აქვს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ბილის მამას კიდევ უფრო დიდი წარმატება ვუსურვოთ.