დღის სკანდალი: ლედი გაგა ორსულადაა?

დღის სკანდალი: ლედი გაგა ორსულადაა?

ლედი გაგა თვითერის მეშვეობით ორსულობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა. "ჭორები ჩემს ორსულობაზე? დიახ, მე #LG6-ზე ვარ ფეხმძიმედ"- წერია პოპ-ვარსკვლავის პოსტში.

გასულ დღეებში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ჟურნალის ფოტოები, რომლის ყდაც მომღერალის ორსულობას გვამცნობს. გაგამ კი ეს ჭორი ახალი ალბომის დასაანონსებლად გამოიყენა. "#LG6" ლედი გაგას რიგით მეექვსე ალბომს აღნიშნავს, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში გამოვა. აღსანიშნავია, რომ პოსტის დადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გაგამ ინსტაგრამზე რიანა და პროდიუსერი BloodPop გამოიწერა, რაც გაგასა და რიანას შესაძლო კოლაბორაციაზე მიგვანიშნებს.

თუ სანდო წყაროებს დავუჯერებთ, მომღერლის პირველი სინგლი აპრილის ბოლოს, Met Gala-მდე გამოვა, რომელზეც გაგა საპატიო სტუმარია.

შეგახსენებთ, რომ ალბომთან ერთად, ოსკაროსანი მომღერალი კოსმეტიკურ ხაზზეც მუშაობს, რომელსაც Haus Beauty ერქმევა და გაყიდვაში მაისში ჩაეშვება.