ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა. პოლიცია დაღუპულების მნიშვნელოვან რაოდენობაზე იტყობინება. BBC-ის ინფორმაციით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, მათ შორის 3 მამაკაცი და ერთი ქალია, ჯერჯერობით ცნობილი არაა სულ რამდენი ადამიანი იღებდა თავდასხმაში მონაწილეობას.
მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ჯერ ზუსტი ინფორმაცია არაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 40-მდეა. დაჭრილია ათეულობით ადამიანი. ეს მონაცემები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებოდა.
სამართალდამცავების ოპერაციის შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალლა. იარაღის რაოდენობის მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეჩეთზე თავდასხმა ზედმიწევნით დაგეგმილი იყო.
პოლიციას ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ აცხადებს, რომ ყველა შესაძლო თავდამსხმელი დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტს ინტერნეტში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერმა მომცდარს ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე უწოდა.