მაქსიმ გალკინმა ISIS-ს ფილიპ კირკოროვის მკვლელობა 2 მილიონად შეუკვეთა - რუსული მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

მაქსიმ გალკინმა ISIS-ს ფილიპ კირკოროვის მკვლელობა 2 მილიონად შეუკვეთა - რუსული მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

13 მარტს რუსმა ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა თავის ინსტაგრამზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ISIS-ის წევრის მიერ ტერაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დაჯგუფების წევრმა, ხიდირნებ კაზუევმა, რომელიც 2017 წელს კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, 4 მარტს სასამართლოზე განაცხადა, რომ კირკოროვის მკვლელობა მაქსიმ გალკინმა 2 მილიონ რუბლად შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრეცელა.

თავის ვიდეომიმართვაში გალკინმა გავრცელებული ამბავი „საგაზაფხულო გამწვავებად“ შეაფასა და მედიას მოუწოდა „არ შეეწუხებინათ ფილიპი“, რადგან „ის ძალიან ნაწყენია, რომ ასეთი იაფფასიანია“, გალკინს მხედველობაში „კირკოროვის მკვლელობის“ შეკვეთის საფასური ქონდა.

შეგახსენებთ, 2017 წლის ოქტომბერში რუსეთში ISIS-ის რამდენიმე წევრი დააკავეს, რომელთაც ბრალი ედებოდა მაჰაჩყალაში კირკოროვის კონცერტის დროს ტერაქტის მომზადება. მათ შორის იყო ხიდირნებ კაზუევიც. 4 მარტს მას და საქმის სხვა ფიგურანტებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს.