საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ემიგრანტებთან იტალიაში აჭარიდან ჩასული ერთ – ერთი მღვდელიც დაესწრო.
სასულიერო პირმა სიტყვები არ დაიშურა მიხეილ სააკაშვილის სადიდებლად და მას აღმაშენებელი უწოდა.
“ბაგრატი ვინ აღადგინა – ა, ზემო აჭარა ვინ აღადგინა – ა, ვილოცოთ იმისთვის რომ სააკაშვილი მალე დაბრუნდეს საქართველოში საზღვართან დავხვდეთ” განაცხადა მღვდელმა.
მიხეილ სააკაშვილი მღვდლის ქებას ფრიად ნასიამოვნები და გატრუნული უსმენდა.