ბრიტანელი თუთიყუში 4-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანურად ალაპარაკებული დაბრუნდა

ბრიტანელი თუთიყუში 4-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანურად ალაპარაკებული დაბრუნდა

ნიგელი ბრიტანელი თუთიყუშია, რომელიც კალიფორნიიდან, პატრონის სახლიდან უკვალოდ გაუჩინარდა და დიდხნიანი ძებნის შემდეგ მისი დაბრუნების იმედიც საბოლოოდ გადაიწურა.

ოთხი წლის შემდეგ კი გაუგებარია როგორ, მაგრამ თუთიყუშმა საკუთარი სახლი იპოვა და პატრონს დაუბრუნდა. თუმცა, ფრინველი, რომელსაც აქამდე გამოკვეთილად ბრიტანული აქცენტი ჰქონდა, ახლა სრულიად სხვა ენაზე ალაპარაკდა.

"როდესაც ჩემი თუთიყუში ვიპოვე, მაშინვე ვიცანი. თუმცა, მოულოდნელად ესპანურად ალაპარაკდა, მისი ბრიტანული აქცენტი კი უკვალოდ გაქრა", - ამბობს პატრონი და ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, თუ სად იყო თუთიყუში მთელი ამ დროის განმავლობაში.

ნიგელი თავდაპირველად ჯულია სპერლინგმა შენიშნა. "ის ძალიან ხალისიანი ფრინველია, გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ძაღლივით ყეფდა. მე პანამელი ვარ და გავიგე, როდესაც ესპანურად მკითხა - რა მოხდა?", - ამბობს ჯულია.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ იღბლიან და ნიჭიერ ნიგელს პატრონთან ერთად ბედნიერი ცხოვრება და კიდევ ერთი უცხო ენის შესწავლა ვუსურვოთ.