პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი თავისი პარტიის „მომავლის რუსეთის“ ყრილობას გამართავს და პარტიის დარეგისტრირებას კიდევ ერთხელ შეეცდება. აქამდე ნავალნის პარტიის რეგისტრაციაზე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ორჯერ უთხრა უარი. ყრილობა 28 მარტს კალუგის ოლქში ჩატარდება.
წინა ყრილობა გასული წლის მაისში ჩატარდა რა დროსაც პარტიის სახელწოდება შეარჩიეს, თავად ნავალნი ყრილობას არ ესწრებოდა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით 30 დღიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის გამო.
ნავალნი თავისი პარტიის რეგისტრაციას 2012 წლიდან ცდილობს. ადრე მის პარტიას ქონდა სახელწოდებები „სახალხო ალიანსი“ და „პროგრესის პარტია“. იუსტიციის სამინისტრომ ამ დასახელებების პარტიების რეგისტრაციაზეც უარი უთხრა, მოგვიანებით კი ამ სახელწოდებებით სხვა პარტიები დაარეგისტრირეს, რომლებსაც ნავალნისთან კავშირი არ ჰქონდათ.