სკანდალი: რუსულენოვანი გინების გამო, დემნა გვასალიას ქუდები გაყიდვიდან ამოიღეს

სკანდალი: რუსულენოვანი გინების გამო, დემნა გვასალიას ქუდები გაყიდვიდან ამოიღეს

ბრიტანულმა მაღაზიამ „Harrods“-მა დემნა გვასალიას ჰუდები გაყიდვიდან ამოიღო. ამის მიზეზი კი ჰუდებზე არსებული რუსული წარწერები გახლდათ.

ჰუდი წარწერით „иди на х**“ 680 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა, რაც დაახლოებით 2,363 ლარია.

ინფორმაციას ბრიტანული გამომცემლობა "The Sun"-ი ავრცელებს.

რუსმა ჟურნალისტმა მაქს სედონმა Twitter-ზე დაწერა, რომ „Harrods-ი, რომელიც ყიდის ჰუდებს „ქართული ასოებით“ უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს. სინამდვილეში აქ რუსულად წერია „Go fuck yourself", - განმარტავს რუსი ჟურნალისტი.

ჟურნალისტის პოსტი სწრფად გავრცელდა და Harrods-ს მომხმარებლებმა საჩივრების წერა დაუწყეს. ამის შემდეგ მაღაზიის თანამშრომლებმა ჰუდი გაყიდვიდან ამოიღეს.