რას საქმიანობს ცოტნე ივანიშვილი და რა აჩუქა ბერას ქორწილში

რას საქმიანობს ცოტნე ივანიშვილი და რა აჩუქა ბერას ქორწილში

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ხალხს განსაკუთრებით მისი შვილების ცხოვრება აინტერესებს, თუმცა და-ძმებისგან განსხვავებით, საჯარო ფიგურა მისი უმცროსი ვაჟი ბერა ივანიშვილია.

ბერას საჯაროობას ისიც უწყობს ხელს, რომ ის რეპერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბავშვობიდან მღერის და სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა სცენაზე გამოჩნდა და პოპულარულიც გახდა.

ბერას განსაკუთრებულად უყვარს მისი ოჯახი და ამას ყველგან აფიქსირებს. ამბობს, რომ მამით ამაყობს. ყველაზე მეტს კი უმცროს ძმაზე - ცოტნე ივანიშვილზე საუბრობს.

აშკარაა, რომ ბერას და ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ხშირად არიან დაკავებული მუსიკით, ერთნაირი და ერთობლივი ფოტოსესიებით და ა.შ. ცოტნე იყო ბერას ერთ-ერთი მეჯვარე.

უმცროსი ივანიშვილი უკვე დიდი ბიჭი გაიზარდა, ის მხატვრობით არის გატაცებული. უყვარს ცხოველები და ჰყავს კიდევაც.

ცოტნეს ულამაზესი ნამუშევრები აქვს, რომელსაც ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია.

ცოტნემ საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას ბერა ივანიშვილს, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა.