შოტლანდიის ციხეში, ცნობილი სერიული მკვლელი ანგუს სინკლერი 73 წლის ასაკში ინსულტით მოკვდა - წერს BBC
სინკლერი პატიმრობაში 1982 წლიდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედებოდა არასრულწლოვანების გაუპატიურება და მკვლელობა. პირველი მკვლელობა სინკლერმა 16 წლის ასაკში ჩაიდინა. 8 წლის ბავშვი გააუპატიურა და გვამი გადამალა. მკვლელობისთვის ბრალდებული ციხეში 6 წელი იჯდა.
სინკლერს 2014 წელს ორი გოგონას მკვლელობისთვის 37 წელი მიუსაჯეს. ეს არის პატიმრობის ყველაზე დიდი ვადა რაც შოტლანდიის სასამართლომ გამოიტანა.
ორი გოგონა იდი და სკოტი ბოლოს ცოცხლები ედინბურგში 1977 წლის 15 ოქტომბერს ნახეს. მათი სხეულები მეორე დღეს იპოვეს. ისინი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინეს. მკვლელის პოვნა 2007 წელს დნმ-ის ანალიზის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ამის გარდა სინკლერი კიდევ 4 მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. თუმცა სათანადო მტკიცებულებები ვერ მოგროვდა.