ექსკლუზიური ამბავი: ნუცა კუხიანიძეს და ბაჩო ჭალაძეს ვაჟი შეეძინათ

ექსკლუზიური ამბავი: ნუცა კუხიანიძეს და ბაჩო ჭალაძეს ვაჟი შეეძინათ

რამდენიმე თვის წინ, მსახიობ ნუცა კუხიანიძის და მუსიკალური დიჯეის ბაჩო ჭალაძის სიყვარულის შესახებ ვწერდით.

წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის და თუ მათ სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ თავს ბედნიერად გრძნობენ.

ბაჩო ჭალაძე მისი საყვარელი ქალის, ნუცა კუხიანიძის ყოფილ ქმართან, გუკა რჩეულიშვილთან და ლელა კილაძესთანაც მეგობრობს.

წყვილის ცხოვრებაში სიახლეა, მათ პირველი შვილი შეეძინათ. როგორც "რეიტინგს" წყვილის მეგობარმა უთხრა, ბაჩოს და ნუცას ბიჭი გაუჩნდათ, რომელსაც მშობლებმა თომა დაარქვეს.