მილიარდერების დიეტა ცნობილია

მილიარდერების დიეტა ცნობილია

მილიარდერები მილიონობით დოლარს ხარჯავენ მდიდრულ ავტომობილებსა და სახლებზე, თუმცა მდიდრები ცნობილები არიან საკვებთან დაკავშირებული ჩვევებითაც, რომლებიც ზოგჯერ მათი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.

Businessinsider-მა დაასახელა მსოფლიოს მდიდარი ადამიანები, რომლებიც საკუთარი დიეტის შესახებ საჯაროდ საუბრობენ.  

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი "კოკა-კოლას" დიეტაზეა და როგორც თავად ამბობს, ეს მისი საყვარელი დიეტაა. ირკვევა, რომ მილიარდერი დღეში 3 ან 4 ჭიქა "კოკა-კოლას" სვამს.

კიდევ ერთი მილიარდერი, მარკ ცუკერბერგი ე.წ. ველურ დიეტაზეა. ამ გამოწვევის წინაშე საკუთარი თავი Facebook-ის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა. ცუკერბერგი მიირთმევს თხის, ღორისა და ქათმის ხორცს. 

Businessinsider-თან საუბრისას მილიარდერმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა თქვა, რომ საუზმისას ცდილობს ცხიმიანი საკვები არ მიირთვას.