თორნიკე შენგელიამ 92 წლის გულშემატკივარი დაასაჩუქრა

თორნიკე შენგელიამ 92 წლის გულშემატკივარი დაასაჩუქრა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში "ბასკონიას" მატჩის მსვლელობისას, ბასკური კლუბის ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ტრიბუნაზე გუნდის უხუცეს გულშემატკივარს ესტუმრა და სახსოვრად თავისი მაისური გადასცა.

როგორც "ბასკონიას" ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი იუწყება ქალბატონი 92 წლისაა. საჩუქრის გადაცემისას, ქალბატონმა ემოციები ვერ შეიკავა.