ირაკლი კოდუა საავადმყოფოში მოხვდა

ირაკლი კოდუა საავადმყოფოში მოხვდა

სოდ-ის ყოფილი უფროსი და ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი მეუღლე ირაკლი კოდუა საავადმყოფოში მოხვდა. მან „ინსტაგრამზე" ფოტოს შემდეგი სათაურით აქვეყნებს - „გადავრჩი".

როგორც ირაკლი კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "პრაიმტაიმს" განუცხადა,  სოდ - ის ყოფილი უფროსი წაიქცა რის შედეგადაც ხერხემალი დაუზიანდა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ირაკლის მდგომარეობა სტაბილურია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.