10 რამ, რასაც ფილმებსა და სერიალებში სკოლის შესახებ გვატყუებენ

10 რამ, რასაც ფილმებსა და სერიალებში სკოლის შესახებ გვატყუებენ

სკოლის პერიოდზე გადაღებული ფილმები ამერიკულ კინოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თემაა. საკმარისია სიუჟეტში კლასში ახლად გადმოსული გოგო და მისი კონკურენტები გამოჩნდნენ, რომ ბოქს ოფისების ლიდერობა გარანტირებულია.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ხშირად ეკრანზე ნანახი სკოლები რეალურისგან ძალიან განსხვავდება და მეტიც, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტყუილზე დაყრდნობილ ამბებს ვხედავთ, იმას რაც რეალურად თითქმის არასდროს ხდება.

დღეს ასეთ 10 ფაქტს წარმოგიდგენთ.

ყოველ შაბათ-კვირას დიდ წვეულებებს აწყობენ

მათი სახე ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. არასდროს აქვთ ფერიჭამელები და მუწუკები

გაკვეთილებს შორის ყოველთვის დიდი შესვენებები აქვთ

უამრავი დრო აქვთ სკოლის დაწყებამდე - ხვდებიან მეგობრებს, ყოველთვის იდეალურად საუზმობენ და ათას თემაზე საუბარს ასწრებენ

თითქმის არასდროს აქვთ საშინაო დავალება გასაკეთებელი

იცვამენ ისე, თითქოს პარიზის მოდის კვირეულზე გამოდიან

დადიან ღამის კლუბებში, თითქოს ეს მათთვის ლეგალური იყოს

ჩირლიდერებს მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ფორმა აცვიათ

ისე გამოიყურებიან, თითქოს 25-30 წლის ადამიანები იყვნენ. ეს გასაკვირი არცაა, მათ როლს ხომ ყოველთვის ბევრად უფროსი მსახიობები ასრულებენ

სკოლაში ახლად გადმოსული გოგო ყოველთვის სასიყვარულო სამკუთხედში ხვდება