ამერიკელმა ქალმა მეგან მარკლთან მისამსგავსებლად $30 000 დახარჯა

ამერიკელმა ქალმა მეგან მარკლთან მისამსგავსებლად $30 000 დახარჯა

36 წლის ამერიკელმა ადვოკატმა ქსოჩი გრიირმა პლასტიკურ ქირურგიაზე 30 000 დოლარი დახარჯა, რომ სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლს დამსგავსებოდა.

ამისთვის მან ლიპოსაქციის პროცედურა და სხეულის კორექცია ჩაიტარა. 36 წლის ქალმა ასევე მიმართა რინოპლასტიკას. Thisisinsider.com-თან ინტერვიუში 36 წლის ქალმა თქვა, რომ შედეგით კმაყოფილია და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა.

მეგან მარკლი 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სელებრითების ტოპ ათეულშია. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ.