მსახიობი ვლადიმერ ეტუში გარდაიცვალა

მსახიობი ვლადიმერ ეტუში გარდაიცვალა

სსრკ-ს სახალხო არტისტი ვლადიმერ ეტუში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მსახიობის ქალიშვილმა დაადასტურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ვლადიმერ ეტუშმა თეატრსა და კინოფილმებში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.

მსახიობი თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა „კავკასიელი ტყვე ქალი“, „12 სკამი“, „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“.